მოგესალმებით, ქართული აკადემია

  • ჩვენი მისია და ხედვა

    ქართული აკადემიის მიზანია, სკოლის მოსწავლეებს მისცეს საუკეთესო ხარისხის განათლება და საუნივერსიტეტო საგნების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების სიღრმისეული შესწავლით დაეხმაროს კარიერის დაგეგმვასა და მომავალი პროფესიის სწორ არჩევაში.

    საუნივერსიტეტო ფაკულტეტის სწორი არჩევა ერთ-ერთ ურთულეს გადაწყვეტილებას წარმოადგენს. სკოლის მოსწავლეს არ აქვს სათანადოდ გააზრებული, თუ რისი შესწავლა სურს უნივერსიტეტში, რომელ სფეროში წარმოუდგენია ყოველდღიური პრაქტიკული საქმიანობა.

    ვრცლად

  • მეთოდები, რომლებსაც ვიყენებთ

    ქართული აკადემიის სასწავლო ბაზა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. პროგრამის ეფექტურად ათვისების მიზნით გამოყენებულია სწავლების თანამედროვე, ინოვაციური მეთოდები, მათ შორის გამოკითხვა, მსჯელობა, დისკუსია-დებატები, პრეზენტაციის წარდგენა, კვლევების ჩატარება და ა.შ.

    კურსი ითვალისწინებს ლექცია-სემინარების/პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას. ლექცია-სემინარზე მოხდება ახალი, საჭირო ცოდნის გადაცემა სკოლის მოსწავლეებისთვის და ამ ცოდნის გამოყენების პრაქტიკული უნარის განვითარება. 

    ვრცლად

  • ჩვენი მასწავლებლები

    კურსებზე დარეგისტრირებულ მოსწავლეებს მეცადინეობებს ჩაუტარებენ უმაღლესი კვალიფიკაციის ლექტორები, რომელთაც აქვთ სამეცნიერო ხარისხი, უნივერსიტეტში სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება და თავიანთი სპეციალობით დასაქმებულნი არიან წარმატებული ორგანიზაციების წამყვან პოზიციებზე.

    ვრცლად

  • პროგრამების აღწერა

    ქართული აკადემია აცხადებს სკოლის ნებისმიერი ასაკის მოსწავლის მიღებას საუნივერსიტეტო საგნების შემსწავლელ კურსზე. უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე შესასწავლი საგნების გაცნობით, დარეგისტრირებულ მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა სწორად განსაზღვროს სამომავლო კარიერა.

    ვრცლად

ჩვენი მისია

ქართული აკადემიის მიზანია, სკოლის მოსწავლეებს მისცეს საუკეთესო ხარისხის განათლება და საუნივერსიტეტო საგნების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების სიღრმისეული შესწავლით დაეხმაროს კარიერის დაგეგმვასა და მომავალი პროფესიის სწორ არჩევაში.